საფრანგეთი

მაკრონის პარტიამ არჩევნებში მნიშვნელოვანი უპირატესობით გაიმარჯვა

AFP

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის პარტიამ საპარლამენტო არჩევნებში მნიშვნელოვანი უპირატესობით გაიმარჯვა, რაც პრეზიდენტს ქვეყანაში რეფორმების ოპოზიციის წინააღმდეგობების გარეშე გატარების საშუალებას მისცემს. 

მაკრონის პარტია La République en Marche და მისი ცენტრისტი მოკავშირე Modem-ი 577 მანდატიდან 355 ადგილს მოიპოვებენ. 

284-დან 34-მდე შემცირდა სოციალისტების მანდატების რაოდენობდა. რესპუბლიკელებმა კი 125 მანდატი მოიპოვეს, ეს პარტიისთვის ბოლო ათწლეულის მანძილზე ყველაზე ცუდი შედეგია.

ამომრჩეველთა აქტივობამ 43% შეადგინა, რაც 2012 წლის მაჩვენებელზე 13%-ით ნაკლებია.

კომენტარები