საკონსტიტუციო მონარქია

კობახიძე: კონსტიტუციური მონარქიის თემაზე ილია II-სთან შეხვედრას ვგეგმავთ

ირაკლი კობახიძე
საქართველოს პარლამენტი

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ კონსტიტუციური მონარქის თემაზე მმართველი გუნდი პატრიარქთან შეხვედრას გეგმავს. მისი თქმით, კონსტიტუციური მონარქია პრეზიდენტის ინსტიტუტის არსებობას გამორიცხავს.

"ჩვენ აუცილებლად გვექნება შეხვედრა პატრიარქთან. ამ შეხვედრის შემდეგ გახდება შესაძლებელი განცხადებების გაკეთება ამ საკითხთან დაკავშირებით. ზოგადად, კონსტიტუციური მონარქია პრეზიდენტის ინსტიტუტს გამორიცხავს. რაც ბრძანა პატრიარქმა, რა თქმა უნდა, ჭეშმარიტებაა. საუბარია იმაზე, რომ კონსტიტუციურ მონარქიას შემოაქვს სიმშვიდე პოლიტიკურ და სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში. უნდა გავითვალისწინოთ ყველა ფაქტორი, მათ შორის, ჩვენი სპეციფიკა, ადგილობრივი სპეციფიკა. ამასთან დაკავშირებით უნდა ვესაუბროთ პატრიარქს", - ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე.

ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია ილია მეორის ინიციატივასთან დაკავშირებით ფიქრობს, რომ ეს საინტერესო იდეაა, ხოლო მამუკა მდინარაძის თქმით, საკონსტიტუციო მონარქიამ შესაძლოა ინდივიდუალიზმი, განსაკუთრებულობა და ხიბლი შესძინოს საქართველოს.

 

კომენტარები