ტერორიზმი

ლონდონის პოლიციამ მეჩეთთან მომხდარ შემთხვევას ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა

Getty Images

ლონდონის პოლიციამ ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში, ფინსბერის პარკთან მდებარე მეჩეთთან ახლოს მომხდარ შემთხვევას ტერაქტის კვალიფიკაციას მიანიჭა.

"მომხდარი განიხილება, როგორც ტერაქტი. კონტრტერორიზმის დანაყოფი იძიებს ამ საქმეს. ეს იყო თავდასხმა ლონდონზე და ყველა ლონდონელზე. ჩვენ ყველანი ერთად უნდა გავერთიანდეთ ექსტრემისტების წინააღმდეგ", - აცხადებს პოლიცია.

ლონდონის ჩრდილოეთ ნაწილში, ფინსბერის პარკთან მდებარე მეჩეთთან შეკრებილებს ფურგონმა გადაუარა, შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა 10 ადამიანი.

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, დაკავებულია 48 წლის მამაკაცი.

ლონდონში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია.

კომენტარები