ავიარეისი

თვითმფრინავს, რომელიც სტამბოლი-თბილისის რეისს ასრულებდა, მეხი დაეცა

apg-usa.us

ავიაკომპანია AtlasGlobal-ის კუთვნილ თვითმფრინავს, რომელიც სტამბოლიდან თბილისის მიმართულებით მიფრინავდა, მეხი დაეცა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

თვითმფრინავი აფრენიდან მალევე სტამბოლის აეროპორტში დაეშვა.

ავიაკომპანიის გადაწყვეტილებით, მგზავრები თბილისში მოგვიანებით გამოამგზავრეს.

მომხდარის შესახებ, facebook-ში რეისის მგზავრიც წერს.

კომენტარები