ძალადობა

შვილის მიმართ ძალადობაში ბრალდებულს სასამართლომ ერთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა

0 კომენტარი
ფოტო: ShutterStock

სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ შვილის მიმართ ძალადობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო და მას ერთწლიანი პატიმრობა მიუსაჯა. 

"დადგინდა, რომ 2017 წლის 11 მარტის საღამოს საათებში, ვანის რაიონში მთვრალმა გ.ხ.-მ, საკუთარ საცხოვრებელ სახლში ოჯახის წევრებთან კონფლიქტის დროს არასრულწლოვან შვილს დანით მიაყენა სხეულის მსუბუქი დაზიანება, რითაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

სამართალდამცავებმა გ.ხ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინა" - აცხადებს პროკურატურა.

სსკ-ის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობას, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ქეშელაშვილი

კომენტარები