ეკონომიკური ზრდა

ეკონომიკური ზრდა ყველაზე დაბალი სოფლის მეურნეობაშია

სარწყავი სისტემა გარდაბანში
ტაბულა

საქსტატმა 2017 წლის პირველი კვარტლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი გამოაქვეყნა. სტატისტიკის ბიუროს ცნობით, ამ პერიოდში საქართველოს ეკონომიკა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5.1%-ით გაიზარდა და ეკონომიკის ზომამ 8.3 მილიარდი ლარი შეადგინა.

ზოგიერთ სექტორში, მაგალითად მშენებლობასა და კავშირგაბმულობაში ორნიშნა ზრდაც დაფიქსირდა, ყველაზე ნელი ზრდა კი სოფლის მეურნეობაში დაფიქსირდა. მეტიც, ზრდის ნაცვლად პირველ კვარტალში სოფლის მეურნეობაში ზრდის ნაცვლად 1.5%-იანი შემცირება დაფიქსირდა.

ყველაზე ნელა მზარდი სექტორების ხუთეული:

  • 5) ენერგეტიკა და საცხოვრებლის გაქირავება ორივე სექტორში ზრდა - 1.3%
  • 4) ვაჭრობა ზრდა - 0.3%
  • 3) პროდუქციის გადამუშავება შინამეორნეობების მიერ ზრდა - 0.1%
  • 2) სახელმწიფო მმართველობა ზრდა მინუს -1.3%
  • 1) სოფლის მეურნეობა ზრდა მინუს -1.5%

ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორების ხუთეული

  1. მშენებლობა ზრდა - 21%
  2. კავშირგაბმულობა ზრდა - 11.5%
  3. სასტუმროები და რესტორნები ზრდა - 8.7%
  4. დამამუშავებელი მრეწველობა ზრდა - 8%
  5. კომუნალური, პერსონალური მომსახურების გაწევა ზრდა - 7.9%

კომენტარები