საკონსტიტუციო მონარქია

ირაკლი კობახიძე და ეკა ბესელია საკონსტიტუციო მონარქიის საკითხზე პატრიარქს შეხვდნენ

Sergey Pyatakov / RIA Novosti

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია საკონსტიტუციო მონარქიის საკითხზე პატრიარქს შეხვდნენ. ქართული ოცნების დეპუტატებს შეხვედრის შემდეგ, კომენტარი არ გაუკეთებიათ.

პარლამენტის თავმჯდომარემ რამდენიმე საათის წინ აღნიშნა, რომ "რაც ბრძანა პატრიარქმა, რა თქმა უნდა, ჭეშმარიტებაა". ეკა ბესელიას თქმით კი, "ეს საინტერესო იდეაა".

ცნობისთვის, გუშინდელი ქადაგებისას, ილია მეორემ თქვა, რომ "კონსტიტუციურ მონარქიას სიმშვიდე შემოაქვს ქვეყანაში". 

კომენტარები