ევროპა ლიგა

ევროპა ლიგაზე ქართული კლუბების მეტოქეების ვინაობა ცნობილია

UEFA.com

შვეიცარიის ქალაქ ნიონში ჩემპიონთა ლიგის პირველი და მეორე საკვალიფიკაციო ეტაპების წყვილების გარკვევის შემდეგ, რანგით მეორე ევროპული ტურნირის, ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წყვილებიც გაირკვა.

ქუთაისის ტორპედო სლოვაკურ ტრენჩინს დაუპირისპირდება. პირველი მატჩი სლოვაკეთში გაიმართება.

საჩხერის ჩიხურა ავსტრიულ ალტახს უმასპინძლებს.

ბათუმის დინამოს მეტოქე კი პოლონური იაგელონია იქნება.

ევროპა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 29 ივნისსა და 6 ივლისს გაიმართება.

კომენტარები