სავალუტო აუქციონი

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე $10 მილიონი შეისყიდა

კობა გვენეტაძე
ტაბულა

ეროვნულმა ბანკმა დღეს 2017 წლის მესამე სავალუტო ინტერვენცია განახორციელა. სებ-მა სავალუტო აუქციონზე $10 მილიონი დოლარი შეისყიდა. სავაუტო აუქციონზე შემდგარმა კურსმა 2.409 ლარი შეადგინა, აღნიშნული მაჩვენებელი წინა კურსთან შედარებით 0.1 თეთრით ნაკლებია.

ეროვნულმა ბანკმა წელს ჯამში $29.7 მილიონი დოლარი შეისყიდა.

ეროვნული ბანკი უცხოურ ვალუტას იმ შემთხვევაში ყიდულობს, როდესაც ბაზარზე ვალუტის კურსი სწრაფად მერყეობს. თუ კურსი მაღალი სიჩქარით უფასურდება, ამ დროს ბანკი სავალუტო რეზერვებს ყიდის, სწრაფი გამყარების პირობებში კი - ყიდულობს.

ეროვნულმა ბანკმა 2016 წელს სავალუქტო აუქციონზე $280 მილიონი დოლარი გაყიდა და $278 მილიონი შეისყიდა.

კომენტარები