საკონსტიტუციო ცვლილებები

ვენეციის კომისია მართლმსაჯულებაში შესატან ცვლილებებზე რეკომენდაციებს იძლევა

0 კომენტარი

საქართველოს საკონსტიტუციო რეფორმების შესახებ მიღებულ ვენეციის კომისიამ დასკვნა გამოაქვეყნა.

მართლმსაჯულებაში შესატანი ცვლილებების შესახებ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები ასეთია:

- მოსამართლეთა თანამდებობებზე ყოფნა უნდა გახანგრძლივდეს არაორაზროვანი ვადით. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების პარლამენტის მიერ არჩევა უნდა ჩანაცვლდეს მათი დანიშვნით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ან პრეზიდენტის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით.

- პროკურორის პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულება სამართლებრივი დევნის თუ არდევნის ინდივიდუალურ შემთხვევებში ცალსახად უნდა გამოირიცხოს. თუ ანგარიშვალდებულება პროცედურებისგან გათავისუფლებას გამოიწვევს, გარანტირებული უნდა იყოს საქმეების სამართლიანი განხილვა.

- რეკომენდებულია, მოხდეს საკონსტიტუციო სასამართლოს იმ მოსამართლეებისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს იმ წევრების არჩევა კვალიფიციური უმრავლესობის მიერ, რომლებსაც პარლამენტი ირჩევს. ეს ეხება გენერალური პროკურორის არჩევისაც.

- რეკომენდირებულია, საკონსტიტუციო სასამართლოსთვის იმის აკრძალვა, რომ არაკონსტიტუციურად გამოაცხადოს სამართლებრივი ნორმები, რომლებიც არჩევნებს არეგულირებს (თუ ეს ნორმა არ იქნა მიღებული შესაბამის არჩევნებამდე ერთი წლით ადრე), არაპროპორციულად ზღუდავს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებას, განიხილოს არჩევნებთან დაკავშირებული კანონმდებლობის კონსტიტუციურობა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყოფილი ცოლის ცემისთვის ბათუმში 29 წლის კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები