ტერორიზმი

ირანის მიერ ISIS-ზე განხორციელებულ ავიაიერიშს სულ მცირე 50 ტერორისტი ემსხვერპლა

Getty Images

გუშინ, ირანმა დეირ ეზ-ზორში მდებარე ე.წ. ისლამური სახელმწიფოს პოზიციებზე ავიაიერიში მიიტანა.

ირანული მედიის ცნობით, სარაკეტო დარტყმბს ე.წ. ისლამური სახელმწიფოს სულ მცირე 50 ტერორისტი ემსხვერპლა. მათივე ცნობით, მონაცემები საბოლოო არ არის და დაღუპულთა რიცხვი, სავარაუდოდ, უფრო დიდია.

ირანული მხარე აცხადებს, რომ ავიადარტყმები 7 ივნისს თეირანში მომდარ ტერაქტზე პასუხს წარმოადგენდა, რომელზეც პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.

კომენტარები