ეროვნული ბანკი

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე $20 მილიონი შეისყიდა

ეროვნული ბანკის საკასო ცენტრი
archiaward.com

ეროვნულმა ბანკმა 20 ივნისის სავალუტო აუქციონზე $20 მილიონი დოლარი შეისყიდა, ეს 2017 წლის მანძილზე ბანკის მეოთხე სავალუტო ინტერვენციაა. სავაუტო აუქციონზე შემდგარმა კურსმა 2.408 ლარი შეადგინა, აღნიშნული მაჩვენებელი წინა კურსთან შედარებით 0.1 თეთრით ნაკლებია.

სებ-მა ინტერვენცია გუშინაც განახორციელა, 19 ივნისს ეროვნულმა ბანკმა $10 მილიონი შეისყიდა. წელს ეროვნულმა ბანკმა უკვე $49.7 მილიონი დოლარი იყიდა.

ეროვნული ბანკი უცხოურ ვალუტას იმ შემთხვევაში ყიდულობს, როდესაც ბაზარზე ვალუტის კურსი სწრაფად მერყეობს. თუ კურსი მაღალი სიჩქარით უფასურდება, ამ დროს ბანკი სავალუტო რეზერვებს ყიდის, სწრაფი გამყარების პირობებში კი - ყიდულობს.

ეროვნულმა ბანკმა 2016 წელს სავალუქტო აუქციონზე $280 მილიონი დოლარი გაყიდა და $278 მილიონი შეისყიდა.

კომენტარები