შეზღუდვები გზებზე

21-დან 26 ივნისამდე რიკოთისა და გორის საავტომობილო გვირაბებში მოძრაობა შეიზღუდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტი

21-დან 26 ივნისამდე, რიკოთისა და გორის საავტომობილო გვირაბებში მოძრაობა შეიზღუდება. 

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, 21-დან 26 ივნისამდე რიკოთის გვირაბში ღამის 00:00 სთ-დან დილის 07:00 სთ-მდე მოზრაობა ყველა სახის ტრანსპორტისთვის შეიზღუდება, დღის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალი იქნება. მათივე ინფორმაციით, სატრანსპორტო ნაკადი რიკოთის საავტომობილი გვირაბის შემოსავლელ გზაზე იმოძრავებს.

დეპარტამენტის ინფორმაციით, გორის საავტომობილო გვირაბში, 21-დან 23 ივნისის ჩათვლით, ყოველდღიურად, დილის 09:00 სთ-დან საღამოს 18:00 სთ-მდე,  გვირაბის მარცხენა მიმართულებაზე (დასავლეთი-აღმოსავლეთი) იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. მათივე ცნობით, დროის აღნიშნულ მონაკვეთში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გორის გვირაბის შემოვლით გზაზე.

ხოლო, 24-დან 26 ივნისის ჩათვლით, დილის 09:00 სთ-დან საღამოს 18:00 სთ-მდე, აღნიშნული გვირაბის მარჯვენა მიმართულებაზე (აღმოსავლეთი-დასავლეთი) იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება მარცხენა (დასავლეთ-აღმოსავლეთის მიმართულება) გვირაბში, ხოლო დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ მიმავალი ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება გორის გვირაბის შემოვლით გზაზე.

კომენტარები