კონსტიტუციის პროექტი

პრეზიდენტის უარის მიუხედავად პარლამენტის რიგგარეშე სხდომა ხვალ მაინც გაიმართება

პარლამენტი
თორნიკე ბარათაშვილი

პრეზიდენტის უარის მიუხედავად, რიგგარეშე სხდომა პარლამენტში ხვალ, 13:00 საათზე ჩაინიშნა. პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, მოქმედი კონსტიტუცია და პარლამენტის რეგლამენტი აძლევს უფლებამოსილებას საკანონმდებლო ორგანოს, რიგგარეშე სხდომა პრეზიდენტის თანხმობის გარეშეც ჩაატაროს. ოპოზიცია ქუთაისში ჩავა, თუმცა, სავარაუდოდ, სხდომას დატოვებს.

პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებები პირველი მოსმენით უნდა განიხილონ.

აღსანიშნავია, რომ კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით კრიტიკული შენიშვნები ჰქონდა ვენეციის კომისიას. ცვლილებებს მხარს არც ოპოზიცია, პრეზიდენტი და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი უჭერენ.

კომენტარები