საუდის არაბეთის მეფე

საუდის არაბეთის მეფემ ტახტის მემკვიდრე შეცვალა

მუჰამედ იბნ სალმან ალ საუდი და მუჰამედ იბნ ნაიფი
AFP

საუდის არაბეთის მეფემ სალმან იბნ აბდულ-აზიზ ალ საუდმა სამეფო ტახტის მემკვიდრე შეცვალა.

ამ დრომდე ტახტის მემკვიდრედ მეფე სალმანის ძმისშვილი მუჰამედ იბნ ნაიფი ითვლებოდა, თუმცა სალმანმა მემკვიდრედ საკუთარი შვილი 31 წლის მუჰამედ იბნ სალმანი ალ საუდი გამოაცხადა. 

გარდა ამისა, მუჰამედ ბინ ნაიფმა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობაც დაკარგა. პრინცი მუჰამედ იბნ სალმან ალ საუდი კი თავდაცვის მინისტრის პოსტზე მუშაობას განაგრძობს და ამასთან ერთად ვიცეპრემიერის სტატუსსაც მიიღებს.

თავად სალმან იბნ აბდულ-აზიზ ალ საუდმა საუდის არაბეთის მეფის ტიტული საკუთარი ნახევარძმის აბდულა იბნ აბდულ-აზიზ ალ საუდის გარდაცვალების შემდეგ მიიღო.

კომენტარები