სოციალური მედია

კვლევა: ქალები სოციალურ მედიას მხარდასაჭერად იყენებენ, კაცები - სხვების საეჭვიანოდ

amongtech.com

თითოეულ ჩვენგანს სოციალური მედიის მიმართ გაორებული გრძნობები გვაქვს - თან გვიყვარს, თან გვეზიზღება. ყველა იმ ბენეფიტის მიუხედავად, რასაც სოციალური ქსელების საშუალებით ვიღებთ, თითქმის ყველა კვლევა აჩვენებს, რომ Facebook-ი და Twitter-ი, ჩვენზე ძალიან ცუდად მოქმედებს. თუმცა, ჩვენ მაინც ვაგრძელებთ აქ ყოფნას. რა გვაიძულებს, რომ სოციალური მედიის დახმარებით, მეგობრებსა და უცნობ ადამიანებს ჩვენი პირადი ცხოვრება გავუზიაროთ?

Olapic-მა გამოაქვეყნა კვლევა, რომელიც სწორედ ამ შეკითხვას პასუხობს. 
 
კვლევაში მონაწილეთა ნაწილმა თქვა, რომ ისინი სოციალურ მედიას ემოციების გაზიარებისთვის იყენებენ. მაგალითად, როგორ გრძნობენ თავს, რას ფიქრობენ ან რას აკეთებდნენ. თითქმის ყველა მათგანი ამბობს, რომ ამას იმის გამო აკეთებენ, რომ თვლიან, ვიღაცისთვის შეიძლება მათი გრძნობები და აზრები საინტერესო იყოს. გამოკითხულთა 28% კი, სოციალურ მედიაში იმიტომ ათავსებს ინფორმაციას, რომ წარსულის ერთგვარი ციფრული არქივი შეიქმნან. 

თუმცა, საერთოდ რა საჭიროა გაზიარება?

16-დან 44 წლამდე ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენელი ამერიკელები ამას იმისთვის აკეთებენ, რომ უფრო მჭიდრო კავშირში იყვნენ თავის მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან. ასე ჩანს, რომ "ლაიქები" საყვარელი ადამიანებისადმი ციფრული ჩახუტებაა. კვლევის მიხედვით, ქალები (41%) ამ კავშირს უფრო მეტად ეძებენ, ვიდრე მამაკაცები (28%). კვლევამ აჩვენა, რომ ქალები უფრო მეტად დებენ მხარდამჭერ პოსტებს, ვიდრე მამაკაცები, რომელთა 8%-იც იმიტომ აზიარებს პოსტებს Facebook-ზე, რომ სხვებს თავისი ცხოვრება შეაშუროს. 

კომენტარები