თბილისის მერია

2017 წელს უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის 10 სამშენებლო კომპანია დააჯარიმეს

ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა 2017 წელს უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო 10 სამშენებლო კომპანია დააჯარიმა. სამსახურის ინფორმაციით, უსაფრთხოების წესების დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა 3000 ლარია. 

"კომპანიებს ევალებათ, რომ დაიცვან უსაფრთხოების წესები და ამის მონიტორინგს ზედამხედველობის საქალაქო სამსახური ახორციელებს”, - აცხადებენ სამსახურში და აღნიშნავენ, რომ დაჯარიმების შემდეგ, დარღვევის განმეორების შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა სამმაგდება. 

კომენტარები