c ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა

პარლამენტში C ჰეპატიტის სკრინინგი ჩატარდა

პარლამენტი

#განიკურნე- კამპანიის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტში, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სპეციალისტებმა C ჰეპატიტის სკრინინგი ჩაატარეს. სწრაფი მარტივი ტესტის გაკეთება პარლამენტის წევრებსა და აპარატის თანამშრომლებს შეეძლოთ. #განიკურნე - ჯანდაცვის სამინისტროს ახალი კამპანიაა, რომლის მიზანია, C ჰეპატიტის გამოვლენა ყველა იმ ადამიანში, ვინც ჯერ კიდევ არ იცის, რომ ვირუსის მატარებელია. 

პროექტი „განიკურნე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს თაოსნობით ტარდება, რომელიც C ჰეპატიტის აღმოფხვის ელიმინაციის პროგრამას ეძღვნება. ამ პროგრამით, უკვე იმკურნალა 40000 მდე ადამიანმა, საიდანაც 30 000-მა მკურნალობა დაასრულა.


ფოტო: პარლამენტი


ფოტო: პარლამენტი


ფოტო: პარლამენტი

ფოტო: პარლამენტი


ფოტო: პარლამენტი

კომენტარები