ამაღამ, საბურთალოს და გლდანის რაიონების ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება

newcastle.gov.za

ამაღამ, საბურთალოს და გლდანის რაიონებს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. თელასი მიზეზად გადაუდებელ სარემონტო სამუშაოებს ასახელებს.

საბურთალოს რაიონი

01 საათიდან 07 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზემო ვეძისის დასახლების, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ომარ ფერცულიანის, ივანე ბერიტაშვილის, დავით ართმელიძის და ჯიშკარიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი

01 საათიდან 04 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანი მუხიანის გადასასვლელის, მეტრო ახმეტელის მიმდებარე ტერიტორიის, მუხიანის I, II, IVა მიკრორაიონების, შენგელიას, დუმბაძის, ახმეტელის და გობრონიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები