23 ივნისს, დიდუბის რაიონის მოსახლეობა ელექტროენერგიას შეზღუდვით მიიღებს

Creative commons

ხვალ, 23 ივნისს, დიდუბის რაიონის ნაწილს ელექტრომომარაგება შეუწყდება. თელასი მიზეზად გადაუდებელ სარემონტო სამუშაოებს ასახელებს.

კერძოდ, 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთელის გამზირის (ნაწილობრივ), აღმაშენებლის გამზირის (ნაწილობრივ), მუშტაიდის მიმდებარე ტერიტორიის, მტკვრის მარცხენა სანაპიროს და ცაბაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები