პოროშენკო სააკაშვილზე

პოროშენკო: სააკაშვილს უკრაინისთვის მნიშვნელოვანი არაფერი გაუკეთებია

www.rferl.org

უკრაინის პრეზიდენტი პეტრე პოროშენკო ამბობს, რომ უკრაინა არ აპირებს ჩაატაროს რაიმე სახის გამოძიება ოდესის ყოფილ გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით. 

„მე არ ვაპირებ ვინმესთან განვიხილო უკრაინის მოქალაქეების ქმედებები. ეს პირველი და მეორე - ჩემთვის მიუღებელია შევაფასო სააკაშვილის ქმედებები ამ ქვეყანაში, რადგან მე ის თავად მოვიწვიე რომ დამხმარებოდა ოდესის ოლქის რეფორმებაში.“ - ამის შესახებ პოროშენკომ ბრიუსელში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 "წარმოდგენა არ მაქვს რას საქმიანობს სააკაშვილი უკრაინაში. ის აქ ჩემს დასახმარებლად იყო მოწვეული, მაგრამ, სამწუხაროდ, შედეგებს თქვენც ხედავთ - მან არაფერი მნიშვნელოვანი არ გააკეთა." - ამბობს პოროშენკო.

კომენტარები