გიორგი მამალაძის საქმე

გიორგი მამალაძის საქმის სასამართლო განხილვა დღეს განახლდება

მარიამ ტარიელაშვილი/Fb.com

დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის სასამართლო განხილვა დღეს განახლდება. ე.წ. ციანიდის საქმის სასამართლო პროცესზე დაცვის მხარე შესავალი სიტყვით წარდგება და სასამართლოს თავის არგუმენტებს გააცნობს.

ამის შემდეგ, სახელმწიფო ბრალდება საკუთარი მტკიცებულებების გამოკვლევას დაიწყებს. საქმის განხილვა კვლავ დახურულ რეჟიმში გაგრძელდება. 

სასამართლო პროცესს სახალხო დამცველი ან მისი წარმომადგენელი დაესწრება. 

გიორგი მამალაძეს შორენა თეთრუაშვილის ანგარების მიზნით მკვლელობის მომზადებას ედავებიან. დეკანოზი ბრალდებას არ აღიარებს.

კომენტარები