გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობა

გივი თარგამაძე თბილისის პროკურატურაში დაიბარეს

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

მოძრაობა თავისუფლებისთვის ერთიანი საქართველოს გივი თარგამაძე თბილისის პროკურატურაში დაიბარეს. ის საგამოძიებო ორგანოში 14:00-ზე საათზე უნდა მივიდეს. გივი თარგამაძის პროკურატურაში დაბარება მისი მკვლელობის მცდელობას უკავშირდება. 

გივი თარგამაძე რამდენიმე თვეა, მისი აფეთქების საქმისთვის ტერაქტის კვალიფიკაციის მინიჭებას ითხოვს. რამდენიმე დღის წინ კი, თარგამაძემ თქვა, რომ მის საქმეში ახალი გარემოებები გაჩნდა. პოლიტიკოსის განცხადებით, მის მიერ ჩატარებული დამოუკიდებელი გამოძიებით დადგინდა, რომ საქმეში ბრალდებულ დავით (დარჩო) ხეჩუაშვილთან და ბორისჩაგუნავასთან ერთად, აფეთქებაში დიმიტრი აბრამიშვილიც მონაწილეობდა. გივი თარგამაძის თქმით, დიმიტრი აბრამიშვილის წინააღმდეგ ამ დრომდე არ არის გამოძიება დაწყებული. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბინის გაქურდვის დროს, თბილისში ერთი კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები