ყაჩაღობა

შსს: სწრაფი გადახდის აპარატის დაყაჩაღებისთვის სამი პირი დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com

სამართალდამცველებმა სწრაფი გადახდის აპარატის დაყაჩაღებისთვის 3 პირი დააკავეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებულები არიან: 1981 წელს დაბადებული, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი შ.თ., 1962 წელს დაბადებული, წარსულში ყაჩაღობისა და მკვლელობისათვის ნასამართლევი ა.ტ. და 1966 წელს დაბადებული ვ.ფ. 

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ნიღბიანი ბრალდებულები ქუთაისში, 26 მაისის ქუჩაზე, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღითა და პისტოლეტებით შეიარაღებულნი თავს დაესხნენ შპს „ნოვა ტექნოლოჯის“ სწრაფი ჩარიცხვის აპარატების ინკასატორებს - ლ. მ.-ს და გ.მ.-ს, რომლებსაც სიცოცხლისათვის საშიში ძალადობით ავტომანქანა და 101 ათასი ლარი გასტაცეს", - წერია განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით,სამართალდამცველებმა გატაცებული ავტომობილი რამდენიმე წუთში იპოვეს, დანაშაულში ბრალდებული სამივე პირი კი მომხდარიდან მესამე დღეს დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის "გ"  ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს.

კომენტარები