კრიმინალი

ძარცვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანია

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com

სამართალდამცველებმა ძარცვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანია.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 1999 წელს დაბადებულმა თ.ჩ-მ და 2002 წელს დაბადებულმა ზ.ვ-მ თბილისში, ტაბიძის ქუჩაზე, მოქალაქეს კუთვნილი ავტომანქანის სალონიდან 60 000 აშშ დოლარი გასტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

"სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული ცხელ კვალზე, მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ, ერთ-ერთი ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის სარდაფიდან, გატაცებული თანხა სრულად, ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებულები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს" - აცხადებს შსს.

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ძარცვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 178-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

კომენტარები