გიორგი მამალაძის საქმე

ბოტკოველი: მამა გიორგის მეუფე იაკობისგან ზიარებაზე საეკლესიო სასჯელი აქვს დადებული

ნეტგაზეთი

პატრიარქის მდივნის, დეკანოზ მიქაელ ბოტკოველის თქმით, დეკანოზ გიორგი მამალაძეს მეუფე იაკობისგან ზიარებაზე ეპიტემია (საეკლესიო სასჯელი) აქვს დადებული.

„გიორგი მამალაძეს ზიარებაზე ეპიტემია აქვს. მეუფე იაკობმა ბრძანა, რომ იმ განცხადებების გამო, რომელიც მან გააკეთა საპატრიარქოს თანამდებობის პირების მისამართით, მეუფე იაკობმა მას დაადო ეპიტემია, რომელიც ისევ მღვდელმთავარმა უნდა მოუხსნას“, - თქვა ბოტკოველმა.

დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრებმა საქართველოს პატრიარქთან შეხვედრაზე ბრალდებულის ზიარება ითხოვეს. ილია მეორემ გიორგი მამალაძის მონახულება არქიმანდრიტ დავით ჭინჭარაულს და მამა კახაბერ გოგოტიშვილს დაავალა. ამასთან, ჭინჭარაულმა თქვა, რომ მეუფე დიმიტრი შიოლაშვილმა უნდა გადაწყვიტოს ბრალდებული დეკანოზის ზიარების საკითხი. თავად მეუფე დიმიტრიმ ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

კომენტარები