Balenciaga-მ 2018 წლის გაზაფხულის მამაკაცის კოლექცია - "მამის ხაზი" წარადგინა.
2018 წლის გაზაფხულის მამაკაცის კოლექციის შექმნის დროს, Balenciaga-ს სამხატვრო ხელმძღვანელის - დემნა გვასალიას ინსპირაცია მამები იყვნენ, რომლებსაც ბავშვები პარკში დაყავთ. საგაზაფხულო კოლექციის წარდგენაც სწორედ პარკში მოხდა.
ქართველი დიზაინერი დემნა გვასალია Balenciaga-ს სამხატვრო ხელმძღვანელად 2015 წლის ოქტომბერში დაინიშნა. Balenciaga-ს სამხატვრო ხელმძღვანლის როლში, დემნა გვასალიას დებიუტი 2016 წლის პარიზის მოდის კვირეულზე შედგა.