შსს

შსს: როსტომაშვილზე თავდამსხმელი მართლაც გაიქცა, ბადრაგებს ბრალი წარედგინათ

საქართველოს მთავრობა

შინაგან საქმეთა სამინისტროში პოლიციელების სამსახურეობრივი გულგრილობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო და 3 პოლიციელს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა. მათ აღმკვეთი ღონისძიების სახით გირაო შეეფერდათ. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მათ უფლებამოსილებაც შეუწყდათ.

საქმე ეხება მსახიობ დავით როსტომაშვილზე 14 ივნისს ყაჩაღობას, რის შემდეგაც ისან-სამგორის 3-მა პოლიციელმა ცხელ კვალზე დააკავა 1992 წელს დაბადებული ბ.კ., რომელიც დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლებამდე, ბადრაგირების დროს, გაიქცა და მიიმალა.

შეგახსენებთ, რომ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, უწყება ფაქტს არ ადასტურებდა. 

ბრალდებულ ბ.კ.-ს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა და იზებნება სსკ-ს 179-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

ამავე ყაჩაღობის ფაქტზე, ბრალდებულის სახით, პოლიციამ 1991 წელს დაბადებული ზურაბ ქ. დააკავა, რომელიც მსახიობმა და მისმა შვილმა ამოიცნეს, როგორც ზემოხსენებული დანაშაულის ჩამდენი პირი.

კომენტარები