იუსტიციის უმაღლესი საბჭო

მოსამართლეთა კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს და მდივანს ირჩევენ

იუსტიციის უმაღლესი საბჭო
hcoj.gov.ge

მოსამართლთა კონფერენციაზე იუსტიციის საბჭოს ოთხი ახალი მოსამართლე წევრი უნდა აირჩიონ. ისინი ჩაანაცვლებენ ლევან მურუსიძეს, შოთა გეწაძეს, თამარ ალანიას და მერაბ გაინაშვილს, რომელთაც საბჭოს წევრობის ვადა ეწურებათ.

დღესვე გაირკვევა იუსტიციის საბჭოს ახალი მდივნის ვინაობა. ამ დრომდე ეს პოსტი ლევან მურუსიძეს ეკავა.

ამ დროისთვის მოსამართლეთა კონფერენციამ წევრობის შვიდი კანდიდატი გამოავლინა - ირაკლი შენგელია, ხვიჩა კიკილაშვილი, დიმიტრი გვრიტიშვილი, ვასილ მშვენიერაძე, თეიმურაზ სვანიძე, ირაკლი ბონდარენკო და თამარ ბეჟანიშვილი. სწორედ მათგან აირჩევენ ოთხ მოსამართლე წევრს. კენჭისყრა ფარულია.

წევრების არჩევნის შემდეგ კენჭს საბჭოს მდივნობის კანდიდატებს უყრიან.

კომენტარები