ყაჩაღობა

იარაღის მუქარით ქალს ფული და ძვირფასეულობა წაართვეს

თბილისში, კერესელიძის ქუჩაზე ყაჩაღობა მოხდა. ნიღბიანმა პირებმა მოხუც ქალს იარაღის მუქარით ფული და ძვირფასეულობა წაართვეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

კომენტარები