კახა კალაძე

კვირიკაშვილი: კალაძეს საინტერესო პოლიტიკური გეგმები აქვს და მას წარმატება ექნება

ტაბულა

აჭარაში ჰიდროელექტროსადგურ "შუახევიჰესის" გახსნაზე პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძისთვის სიტყვის გადაცემისას, თქვა, რომ კალაძეს საინტერესო პოლიტიკური გეგმები აქვს და მათ წარმატებით განახორციელებს.

"მინდა, სიტყვა გადავცე ადამიანს, რომელმაც ძალიან მნიშვნელოვანი არაერთი პროექტი განახორციელა თავისი მინისტრად საქმიანობის პერიოდში. მინდა, სიტყვა გადავცე ადამიანს, რომელსაც ძალიან საინტერესო პოლიტიკური გეგმები აქვს და მე დარწმუნებული ვარ, სადაც კახი კალაძე იქნება, იქ იქნება წარმატებაც. მინდა, კიდევ ერთხელ თქვენი სახელით მადლობა გადავუხადო მას იმ ძალიან ნაყოფიერი საქმიანობისთივის, რომელსაც ის ეწეოდა ენერგეტიკის მინისტრის პოსტზე ყოფნის პერიოდში და ვუსურვო წარმატებები, რომელშიც მე პირადად და ჩვენი გუნდი დარწმუნებულია", - თქვა კვირიკაშვილმა.

პრემიერმინისტრის ამ განცხადებამ საზოგადოების ნაწილში გამოიწვია ინტერპრეტაცია, რომ კალაძემ პოსტი დატოვა, თუმცა, აღნიშნული ტაბულას ენერგეტიკის სამინისტროში არ დაუდასტურეს.

როგორც ცნობილია, კახა კალაძე თბილისის მერობის პოსტზე ქართული ოცნების კანდიდატურად განიხილება.

კომენტარები