კიბერთავდასხმა

დიდი ბრიტანეთის პარლამენტზე კიბერთავდასხმა მოხდა

0 კომენტარი
ფოტო: PA

დიდი ბრიტანეთის პარლამენტის ქსელზე კიბერთავდასხმა მოხდა. დეპუტატებს ამის შესახებ პარასკევს ღამით შეატყობინეს და გააფრთხილეს, რომ შესაძლოა, ელექტრონული ფოსტის მოხმარების პრობლემა ჰქონოდათ.

პარლამენტარების ნაწილმა დაუდასტურა BBC-ის, რომ საკუთარ ანგარიშებში შესვლას ვერ ახერხებდნენ.

პარლამენტის სპიკერის თქმით, ინციდენტზე გამოძიება და ეროვნულ კიბერუსაფრთხოების ცენტრთან მუშაობა მიმდინარეობს. ის ასევე ამბობს, რომ "თავდამსხმელები" საპარლამენტო ქსელის მომხმარებლების ანგარიშებში ცდილობდნენ შეღწევას.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები