თურქეთი

ერდოღანმა მეჩეთში ლოცვისას გონება დაკარგა

0 კომენტარი

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მეჩეთში დილის ლოცვისას გონება დაკარგა.

Hurriyet-ის კორესპონდენტი, რომელიც ერდოღანთან ერთად იმყოფებოდა, ყვება, რომ მან გონება დაახლოებით დილის 6 საათზე, რამადანის ლოცვის დაწყებისას დაკარგა.

მეჩეთთან ჟურნალისტებს არ უშვებდნენ, მანამ სანამ ერდოღანი თავად არ გამოვიდა და თქვა, რომ თავს კარგად გრძნობდა.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, მას დიაბეტი აქვს და გულის წასვლა წნევამ გამოიწვია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები