დაჭრა

დაჭრილი სპორტსმენებიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა

დღეს დაჭრილი სპორტსმენებიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა. ტაბულა მეხუთე საავადმყოფოს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ მამაკაცი ცივი იარაღით კისრის არეშია დაჭრილი და ამ წუთებში ოპერაცია უტარდება.

დანარჩენი სამის მდგომარეობა კი შედარებით მსუბუქია. ორი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, ერთი კი ასევე მეხუთე საავადმყოფოში იმყოფება. მათ ჭრილობებს უმუშავებენ.

დაახლოებით 16:00 საათზე აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში, ძალისმიერ სამჭიდში მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარეობისას, დერეფანში სპორტსმენებს თავს დაესხნენ.

შსს-მ გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. უწყებას ჯერჯერობით არავინ დაუკავებია.

კომენტარები