საბრძოლო მასალა

შსს: ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოვიღეთ

შინაგან საქმეთა სამინისტრო
georgiaabout.com

სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისთვის კოჯორში ორი პირი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბრალდებულიები 1991 წელს დაბადებული ზ.გ., 1982 წელს დაბადებული ჯ.კ. და 1992 წელს დაბადებული ჯ.მ არიან.

"სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, ვალტერის სისტემის პისტოლეტი, მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 19 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს", - წერია უწყების განცხადებაში.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

კომენტარები