უბედური შემთხვევა

კოლუმბიაში გემის ჩაძირვის შედეგად სულ მცირე 6 ადამიანი დაიღუპა

dnaindia.com

ჩრდილო-დასავლეთ კოლუმბიაში, ტბა პენიოლიზე გემის ჩაძირვის შედეგად სულ მცირე 6 ადამიანი დაიღუპა.

პოლიციის ინფორმაციით, 16 ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. მათივე ცნობით, მოსალოდნელია გარდაცვლილთა რაოდენობის გაზრდა. გემზე სულ 170 კაცი იმყოფებოდა. მაშველებმა 133 ადამიანის გადარჩენა შეძლეს.

გემის ჩაძირვის მიზეზები ამ დროისთვის უცნობია. როგორც თვითმხილველმა BBC-ს უთხრა, გემი 5 წუთზე მცირე დროში ჩაიძირა.

ადგილზე საგანგებო სამსახურისა და სასწრაფო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული.

კომენტარები