ჰალეს ტურნირი

როჯერ ფედერერმა ჰალეს ტურნირი მოიგო

EPA

ჰალეს ტურნირის გამარჯვებული 35 წლის შვეიცარიელი ჩოგანი როჯერ ფედერერი გახდა. ფედერერმა ჰალეს ტურნირში მორიგ ჯერზე - მეცხრედ გაიმარჯვა.

ჩოგბურთელმა გერმანელი მეტოქე ალექსანდრ ზვერევი 53 წუთში 6-1; 6-3 დაამარცხა.

"ეს არ იყო ჩემი საუკეთესო შეხვედრა კვირის განმავლობაში. თუმცა, თავს არაჩვეულებრივად ვგრძნობ და ძალიან სასიამოვნოა, რომ დავბრუნდი", - აღნიშნა შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა მატჩის დასრულების შემდეგ.

ცნობისთვის, ეს ფედერერისთვის 92-ე ტიტულია.

კომენტარები