ხანძარი ესპანეთში

სამხრეთ ესპანეთში, ტყეში ხანძრის გამო 1500-მდე ადამიანის ევაკუაცია მოხდა

Cristina Quicler/AFP / Getty Images

სამხრეთ ესპანეთში, ტყეში ძლიერი ხანძრის გამო 1500-მდე ადამიანის ევაკუაცია მოხდა.

ხანძარს 11 ვერტმფრენი და 12-ზე მეტი სახანძრო-სამაშველო ბრიგადები აქრობენ. ხანძრის ლოკალიზებას ხელს უშლის ქარის მიმართულება.

"ჩვენ ქარის მიმართულების ცვლილებას ველოდებით, რომელმაც შესაძლოა ცეცხლი გაამძაფროს",-ამბობს მთავრობის წარმომადგენელი ანდალუსიაში ანტონიო სანსი.

ესპანეთის საგანგებო სამსახურის ცნობით, ევაკუირებული ადამიანებიდან 750-მდე ადამიანი დროებით სპორტ დარბაზებში განათავსეს.  

კომენტარები