ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

პარლამენტში ნიკა მელიას ნაცვლად, სავარაუდოდ, ბადრი ბასიშვილი შევა

პარლამენტში ნიკა მელიას ნაცვლად, სავარაუდოდ, ბადრი ბასიშვილი შევა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პროპორციული სიით ბასიშვილი უნდა შევიდეს პარლამენტში, თუმცა, ნიკა მელია ამბობს, რომ ამ საკითხზე პარტიაში უნდა იმსჯელონ.

მელიამ პარლამენტის დატოვების შესახებ რამდენიმე წუთის წინ განაცხადა და აღნიშნა, რომ ის თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობისთვის იბრძოლებს.

ერთიან ნაციონალურ მოძრაობას პარლამენტში 6 მანდატი აქვს.

ამასთან, ენმ-მ თბილისის მერობის კანდიდატად ზაალ უდუმაშვილი დღეს ოფიციალურად დაასახელა.

კომენტარები