არჩევნები 2017

უდუმაშვილი: მე ვარ გაბრაზებული თბილისელების მერობის კანდიდატი

ენმ

"დღეს მეც როგორც თქვენ, ჩემი თანაქალაქელები, ვარ გაბრაზებული, და ამიტომაც ჩემი წარდგენით პირველ რიგში მე ვარ გაბრაზებული თბილისელების მერობის კანდიდატი", - ამბობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი.

"დღეს თბილისელები გაბრაზებულები ვართ, იმიტომ რომ არასდროს არ ყოფილა ჩვენი ქალაქი ასე უყურადღებოდ მიტოვებული, იმიტომ რომ არასდროს ასეთი უგულვებელყოფილი არ ყოფილა ჩვენი, ანუ თბილისელების ნება, იმიტომ რომ არასდროს ამდენი მოუგვარებელი პრობლემა და გამოწვევა არ დაგროვილა, ამდენი კითხვა არასდროს დარჩენილა უპასუხოდ როგორც დღეს. დღეს მეც როგორც თქვენ, ჩემი თანაქალაქელები, ვარ გაბრაზებული, და ამიტომაც ჩემი წარდგენით პირველ რიგში მე ვარ გაბრაზებული თბილისელების მერობის კანდიდატი და მე მინდა, რომ გავხდე ჩვენი ქალაქის მერი, იმიტომ რომ თბილისი იყოს ბედნიერი ადამიანების ქალაქი", - ამბობს უდუმაშვილი.

დღესვე ენმ-ის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ის პარლამენტს ტოვებს, რათა თბილისის თვითმმართველობის არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. მელიას თქმით, ის ენმ-დან თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი იქნება.

კომენტარები