ჰარი პოტერი

"ბიჭი, რომელიც გადარჩა" - "ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა" 20 წლის გახდა

hearstapps.com

"ბიჭი, რომელიც გადარჩა" - წიგნი "ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა" 20 წლის გახდა.

მსოფლიო ბესთსელერის პირველი ნაწილი ჯოან ქეროლ როულინგის ავტორობით 1997 წელს გამოიცა.

პოტერიანა 7 წიგნისგან და 8 ფილმისგან შედგება. როულინგის შვიდტომეულის ბოლო წიგნი, პროდიუსერებმა ორ ნაწილად გაყვეს, მიზეზად კი წიგნის სიდიდე დაასახელეს.

"ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვის" 20 წლისთავს Facebook-იც აღნიშნავს. იმისათვის, რომ თქვენც აღნიშნოთ ჰარი პოტერის გამოცემის თარიღი Facebook-ის პოსტში ან კომენტარში ჩაწერეთ ჰარი პოტერთან დაკავშირებული ნებისმიერი სიმბოლიკა და რამდენიმე წამით თქვენც ჯადოსნური სამყაროს ნაწილი გახდებით - Harry Potter, Gryffindor, Slytherin, Ravenclaw, Hupplepuff.

კომენტარები