მაიკ პენსი

მაიკ პენსმა აშშ-ის ფინანსთა მინისტრი დააქორწინა


ფოტო: Getty Images

აშშ-ის ვიცეპრეზიდენტმა მაიკ პენსმა ფინანსთა მინისტრი (ხაზინის მდივანი) სტივ მანუჩინი დააქორწინა. 54 წლის მანუჩინი 36 წლის მსახიობ ლუის ლინტონზე დაოჯახდა. მათ ქორწილს დონალდ ტრამპი, პირველი ლედი და მინისტრთა კაბინეტის წევრები ესწრებოდნენ.


ფოტო: Getty Images


ფოტო: Getty Images


ფოტო: instagram.com

53 წლის მანუჩინი 17 წლის მანძილზე საინვესტიციო ბანკ Goldman Sachs-ში აღმასრულებელ თანამდებობაზე მუშაობდა, საიდანაც მან ჰოლივუდში გადაინაცვლა. მანუჩინმა 2004 წელს დააფუძნა Dune Entertainment-ი, რომელმაც ჯამში $500 მილიონით დააფინანსა Twentieth Century Fox-ის ფილმები. მანუჩინის კომპანია უშუალოდ მონაწილეობდა ისეთი ფილმების დაფინანსებაში, როგორიცაა იქს ადამიანების ფრენჩაიზი, ეშმაკი ატარებს პრადას, შავი გედი და ყველა დროის ყველაზე შემოსავლიანი ფილმი ავატარი, რომელმაც ბილეთების გაყიდვით $2.79 მილიარდზე მეტი მოაგროვა. მანუჩინმა ლუის ლინტონი სწორედ ჰოლივუდში გაიცნო.

კომენტარები