დიდი ბრიტანეთი

ტერეზა მეი ირლანდიის დემოკრატიულ იუნიონისტურ პარტიასთან კოალიციურ მთავრობას ქმნის

Dominic Lipinski / PA

კონსერვატიული პარტია დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის - ტერეზა მეის მეთაურობით, ჩრდილოეთ ირლანდიის დემოკრატიულ იუნიონისტურ პარტიასთან ერთად კოალიციურ მთავრობას აკომპლექტებს.

კონსერვატიულ პარტიას მთავრობის დასაკომპლექტებლად 326 მანდატი სჭირდებოდა, საპარლამენტო არჩევნებში კი კონსერვატიულმა პარტიამ 318 მანდატი მიიღო, იუნიონისტებმა კი 10 მანდატი აქვთ.

მათი კოალიცია საპარლამენტო უმრავლესობის მოსაპოვებლად საკმარისი იქნება.

კომენტარები