ე.წ. ციანიდის საქმე

პროკურორი: დეკანოზი ციანიდს დეზოდორის თავსახურში მალავდა, რომელიც დაუვარდა

საქართველოს პროკურატურა

ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორი ჯარჯი წიკლაური ჟურნალისტებთან მომწამვლელი ნივთიერების აღმოჩენის გარემოებებს ყვება. მისი თქმით, დეკანოზი ციანიდს "დეზოდორში" მალავდა.

"მოწმეების, კერძოდ, აეროპორტის საბარგო განყოფილების მესაზღვრეების თანდასწრებით დაილუქა ბარგი და მათივე თანდასწრებით მოხდა უკვე ამ ბარგის გახსნა პროკურატურაში. მათ დაადასტურეს, რომ ბარგში მომწამვლავი ნივთიერება - ციანიდი აღმოჩნდა. კერძოდ, თავად ბრალდებულმა ამოიღო "დეზოდორი", რომლის თავსახურში ჰქონდა ფარულად დამალული საწამლავი. ბრალდებულს სურდა, დაემალა ისე, რომ გამოძიებას ვერ ენახა, თუმცა, მას დაუვარდა თავსახური და ყველამ დავინახეთ ციანიდი. ეს საკუთარ ჩვენებაში მოწმეებმაც აღნიშნეს", - თქვა წიკლაურმა.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმეებმა ისაუბრეს.

კომენტარები