ტრანსპორტი

რკინიგზის ტვირთბრუნვა 5.3%-ით შემცირდა

flickr.com

2017 წლის პირველ ოთხ თვეში საქართველოს რკინიგზის მიერ გადაზიდული ტვირთის მოცულობამ 3.8 მილიონი ტონა შეადგინა, რაც 2016 წელთან შედარებით 5.3%-ით ნაკლებია. ეკონომიკის სამინისტროს სატრანსპორტი სტატისტიკის მიხედვით, ეს მაჩვენებელი ამავე პერიოდში ავტომობილებით (ტრაილერებით) გადაზიდულ ტვირთთან შედარებით 2.2-ჯერ ნაკლებია.

ტვირთბრუნვის კლება 2016 წელს არ დაწყებულა, 2012 წელთან შედარებით, საქართველოს რკინიგზის გადაზიდვები 40%-ით არის შემცირებული.

რკინიგზის ტვირთბრუნვა 2012-2016 წლებში ასე გამოიყურება:

  • 2012 წელი - 20.1 მილიონი ტონა
  • 2013 წელი - 18.2 მილიონი ტონა
  • 2014 წელი - 16.7 მილიონი ტონა 
  • 2015 წელი - 14.1 მილიონი ტონა
  • 2016 წელი - 11.9 მილიონი ტონა

საქართველოს მთავრობა სარკინიგზო გადაზიდვების ზრდას ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გახსნის შემდეგ ელოდება, რაც სავარაუდოდ 2018 წლის ბოლოს შეიძლება მოხდეს. პროექტის მიხედვით, ჩინური სახმელეთო ტვირთები რუსეთის გვერდის ავლით, უფრო მოკლე მარშრუტით, ყაზახეთის, კასპიის ზღვის (ბორნით), აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით ევროპულ ბაზარზე მოხვდება. 

რკინიგზის 100%-იანი წილი საქართველოს საპარტნიორო ფონდს ეკუთვნის. რკინიგზა გაზისა და ნავთობის კორპორაციასთან ერთად ფონდის შემოსავლების მნიშვნელოვან ნაწილს აგენერირებს.

კომენტარები