კულინარია

5 შეცდომა, რომელიც არ უნდა დაუშვათ ორაგულის მომზადებისას

ორაგული
seriouseats.com

გაასუფთავეთ ორაგული ფხისგან

კერძის მომზადებამდე, გაასუფთავეთ ორაგული ფხისგან. უმჯობესია თუ არ დაიზარებთ და თევზს არასასურველ ფხებს მოაშორებთ.

გაასუფთავეთ თევზის კანი

ორაგულის კანი შეიცავს დიდი რაოდენობით ლორწოს გამომყოფ ერთუჯრედიან ჯირკვლებს. სწორედ ამ მიზეზით, კარგი იქნება თუ ორაგულს კანისგან გაასუფთავებთ.

გამოიყენეთ კარგი ტაფა ან ქვაბი

ორაგულის კერძის მომზადების დროს, შეეცადეთ გამოიყენოთ ჭურჭელი, რომელიც არ იკრავს. უმჯობესია თუ უჟანგავი ფოლადის ქვაბს ან ტაფას გამოიყენებთ.

არ გადაამეტოთ მომზადების დრო

აუცილებელია, რომ მკაცრად დაიცვათ კერძის მომზადების დრო, რომ ორაგული არ გადაიხარშოს ან არ დაიწვას. ამისათვის საჭიროა, რომ ორივე მხარე მაღალ ცეცხლზე შებრაწოთ, ხოლო შემდეგ საშუალო დონის ცეცხლზე გააგრძელოთ მაქსიმუმ 15 წუთი.

უმჯობესია თუ მომზადებულ კერძს არ შეათბობთ

კარგი იქნება თუ უკვე მომზადებულ კერძს არ შეათბობთ და ცივად მიირთმევთ. გათბობის შემთხვევაში, ორაგული გემოსა და ვიტამინებს ხარჯავს.

ცნობისთვის, ორაგული მდიდარია სხვადასხვა ტიპის ვიტამინებით. ასევე, მის შემადგენლობაში შედის: ფოსფორი, კალიუმი, მაგნიუმი, ქლორი, კალციუმი, რკინა, თუთია, ნიკელი და მოლიბდენი.

კომენტარები