საარჩევნო კოდექსი

პრეზიდენტი: საარჩევნო კოდექსი ასე ფორსირებულად არ უნდა იცვლებოდეს

გიორგი მარგველაშვილი
პრეზიდენტის ადმინისტრაცია

პრეზიდენტის აზრით, საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანა არა ფორსირებულად, არამედ ფართო ჩართულობის საფუძველზე უნდა ხდებოდეს - ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

"ამ ცვლილებებთან დაკავშირებით პოლიტიკურ პარტიებს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებს არაერთი შენიშვნა აქვთ.

ჩვენი მოსაზრებაა, რომ ასეთი მნიშვნელოვან კანონში ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანა არ უნდა ხდებოდეს ფორსირებულად და აუცილებლად უნდა ხდებოდეს ფართო ჩართულობის საფუძველზე. ამ საკითხს ძალიან ყურადღებით მივადევნებთ თვალყურს", - ამბობს მიშველაძე.

კონსტიტუციის პროექტს პარლამენტმა ორი მოსმენით რიგგარეშე სხდომებზე დაუჭირა მხარი. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტმა პარლამენტს რიგგარეშე სხდომის ჩატარებაზე უარი უთხრა. კონსტიტუციის პროექტის განხილვას ბოიკოტი გამოუცხადა ოპოზიციამ. კონსტიტუციას მხარი მხოლოდ ქართულმა ოცნებამ და ერთმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა დაუჭირეს.

კომენტარები