სუიციდი

თავდაცვის სამინისტრო: ლოგისტიკური სარდლობის ბაზაზე ჯარისკაცმა თავი მოიკლა

0 კომენტარი

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ, 26 ივნისს, ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის ბაზის ტერიტორიაზე სუიციდის ფაქტი მოხდა. ამის შესახებ უწყება განცხადებას ავრცელებს.

"1995 წელს დაბადებულმა პირველი კლასის რიგითმა ი.ი. განწესში მორიგეობის დროს თვითმკვლელობის მიზნით, მასზედ განპიროვნებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან თავის არეში გასროლით ცეცხლნასროლი ჭრილობა მიიყენა. თავის არეში მიყენებული ჭრილობისაგან ი. ი. ხაშურის რეფერალურ საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. გარდაცვლილს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდა, რის შემდეგაც ის საკუთარ საცხოვრებელ სახლში გადაასვენეს", - წერია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

უწყების ცნობით, მომხდარზე სამხედრო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

"თავდაცვის სამინისტრო  ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ფაქტის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახსა და ნათესავებს", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ნორვეგიის ელჩი: როგორც ქართველი თამადა იტყოდა, გაუმარჯოს საქართველოს ნათელ მომავალს

კომენტარები