მოგზაურობა

მატარებლის სიძვირის გამო, ბიჭი ნიუკასლიდან ლონდონში ესპანეთის გავლით გადაფრინდა

ბრიტანეთის სარკინიგზო ტრანსპორტის ბილეთები ერთერთი ყველაზე ძვირია მსოფლიოში. 2017 წლის იანვარში გამოქვეყნდა ანგარიში, რომლის მიხედვითაც, ბრიტანეთის მოქალაქეები სარკინიგზო ტრანსპორტის გამოყენებისას 6-ჯერ უფრო მეტ ფულს ხარჯავენ, ვიდრე ევროპის სხვა ქვეყნის მოქალაქეები. 

გამომდინარე აქედან, სულაც არ არის გასაკვირი, რომ ზოგიერთი ადამიანი ცდილობს იპოვოს სხვა, ნაკლებად ძვირი გზები, რომ A პუნქტიდან B პუნქტში გადაადგილდეს. 

21 წლის ჯო ფერნესმა ნიუკასლიდან აღმოაჩინა, რომ თავისი ქალაქიდან ლონდონში წასასვლელად ესპანეთის გავლით გადაფრენა უფრო იაფი დაუჯდებოდა, ვიდრე სტანდარტული სახელმწიფო ტრანსპორტის გამოყენება.

ვიდეოში, რომელზე წვდომაც, სამწუხაროდ, ადგილმდებარეობის მიხედვით შეზღუდულია, ჯო ამბობს, რომ მან მოგზაურობა იმის საჩვენებლად მოაწყო, რომ ეჩვენებინა, თუ რამდენად სასაცილოა ბრიტანეთის ტრანსპორტის ფასები.  

ფერნესს სურდა ნიუკასლიდან ლონდონში წასულიყო, მაგრამ ეროვნული რკინიგზის ბილეთი, ფასდაკლების ბარათითაც კი, £78.50 ღირდა. 

"ერთხელ ნიუკასლიდან მანჩესტერში შვეიცარიის გავლით გადავფრინდი, იმიტომ, რომ ეს £20-ით იაფი იყო. ამიტომაც, როცა ლონდონში წასვლა დამჭირდა, ისევ მოვძებნე სხვა გზები,"- ამბობს ფერნესი. 

ფერნესმა აღმოაჩინა, რომ ნიუკასლიდან მენორკაში (ესპანეთის ერთერთი კუნძული) გადაფრენა და იქიდან ლონდონში ჩაფრენა მხოლოდ £26 დაუჯდებოდა. 

ინსტაგრამზე დადებული ფოტოს აღწერაში ვკითხულობთ: 

"ნიუკასლი - ლონდონის მატარებელი £78.50
ნიუკასლი - მენოკრა £15.99
მენოკრა - ლონდონი £10.99
მანქანის ქირაობა - £7.50 
კოქტეილი "სექსი პლაჟზე" - £4
მე შემიძლია გავატარო ღამე ესპანეთის კუნძულზე, ვიქირავო მანქანა, მივირთვა კოქტეილი პლაჟზე, გავფრინდე ლონდონში და მაინც დამრჩეს £40... ან შემიძლია წავიდე მატარებლით. თქვენ რას იზამდით?"

მანქანაში ცოტა ხნიანი ძილის შემდეგ, ჯო აეროპორტში წავიდა, რომ თავის მეგობრებთან ერთად დამტკბარიყო ლონდონის ღირსშესანიშნაობებით და £40-ით, რომელიც მატარებლით არ მგზავრობით დაზოგა.

კომენტარები