ანაკლიის პორტი

ანაკლიის პორტის ოპერატორი ამერიკული კომპანია SSA Marine იქნება

Getty Images

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ოპერატორი ამერიკული კომპანია SSA Marine იქნება. ამერიკული კომპანია „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" საკონტეინერო ტერმინალის ოპერატორის შერჩევის პროცესში მსოფლიოს შვიდ მსხვილ კომპანიას შორის შეარჩია. 

აშშ-ის ერთ-ერთი მსხვილი სანავსადგურე სატერმინალო ოპერატორის, SSA Marine-ის სათავო ოფისი სიეტლში მდებარეობს. კომპანიის მფლობელობაშია ტერმინალები მსოფლიოს 9 ქვეყანაში. SSA Marine წლიურად 27.2 მილიონ კონტეინერს (TEU) ამუშავებს. SSA Marine-ის საქმიანობის სფეროს ასევე განეკუთვნება მშრალი ტვირთის დამუშავება და სამგზავრო-საკრუიზო გადაყვანები.

ანაკლიის პორტის ინვესტორი TBC ჯგუფია, ეს ქვეყანაში მიმდინარე ყველაზე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტია, რომლის პირველი ეტაპიც 2020 წელს დასრულდება. პროექტის ჯამური ღირებულება $2 მილიარდს აღემატება.

კომენტარები